Belive

მარსელო ბროზოვიჩი „ინტერთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარსელო ბროზოვიჩი „ინტერთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა. იტალიური მედიის თანახმად, „ნერაძურის“ მესვეურები ბოლო პერიოდში ბროზოვიჩთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, რაც ძირითადად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი შესანიშნავი თამაშის დამსახურება იყო. ცნობილია, რომ გუნდსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია - ბროზოვიჩი „ინტერში“ 2021 წლამდე ითამაშებს. ასევე, განახლებული კონტრაქტის თანახმად, ხორვატი ფეხბურთელი ამიერიდან წელიწადში 2.4 მილიონი ევროს ნაცვლად 3 მილიონს მიიღებს.

სხვა სტატიები