Belive

მარსელო ჩელსისთან ვერ ითამაშებს? მიზეზი წარმოუდგენელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, მარსელო "ჩელსისთან" საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზი მეტად უცნაურია. ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანეთის მოქალაქე 2011 წელს გახდა, 4 მაისს კი მადრიდის ასამბლეის არჩევნები გაიმართება. შემთხვევითობის პრინციპით, მასზე დამკვირვებლად სწორედ მარსელოა მიწვეული. შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "რეალს" შორის მატჩი 5 მაისს გაიმართება, წინა დღით კი მარსელო ამ უცნაური მიზეზით მადრიდში უნდა იყოს. როგორც ფეხბურთელმა, ასევე "რეალმა" აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა მადრიდის მერიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება არასაპატიო მიზეზად ჩათვალა.

სხვა სტატიები