Belive

მარსელო კარიერას ოლიმპიაკოსში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ყოფილი ფეხბურთელი, მარსელო ,,ოლიმპიაკოსში'' ითამაშებს. ინფორმაციას ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბრაზილიელმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, ახალ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

,,ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა ოლიმპიაკოსში!'' - წერს ბერძნული კლუბი სოციალურ ქსელში.

მარსელომ კარიერის უდიდესი ნაწილი ,,რეალში'' გაატარა, სადაც 25 ტიტული მოიგო. 34 წლის მცველმა ,,სამეფო გუნდის'' მაისურით ჩატარებულ 546 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 103 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები