Belive

მარსელო მადრიდის რეალის ახალი რეკორდსმენი გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
16 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკი" ლუკა მოდრიჩისა და ქარიმ ბენზემას გოლებით (2:0) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, "სამეფო კლუბის" მარცხენა მცველი, მარსელო რეკორდსმენი გახდა - ბრაზილიელმა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მოგება მოახერხა. მარსელომ ფრანცისკო ხენტოს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც ასევე 23 ტიტული აქვს. მათ სერხიო რამოსი (22) და მანოლო სანჩისი (21) მოსდევენ. 33 წლის განაპირა მცველი მადრიდის "რეალში" 2007 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ხუთჯერ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის სუპერთასი და ორჯერ ესპანეთის თასი მოიგო.

სხვა სტატიები