მარსელო: „რონალდო დაგვაკლდა, მაგრამ ჩვენ ბეილი და ბენზემა გვყავს“

19
ნახვა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ბრაზილიელმა მარსელომ „ჟირონასთან“ მოგებული მატჩის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გუნდს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის წასვლა ძალიან დააკლდა, თუმცა ბენზემასა და ბეილის დამსახურებით, გუნდის შეტევითი პოტენციალი კვლავ ძალიან დიდია.

„ცხადია, გუნდს რონალდუს წასვლა ძალიან დააკლდა. რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა ჩვენს გუნდში ბეილი და ბენზემა თამაშობენ, რომლებიც ასევე ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან,“ ციტირებს მის სიტყვებს ესპანური მედია.

შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონის გასულ 2 ტურში ბეილმა და ბენზემამ 2-2 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო რონალდუს ანგარიშზე კი სერია ა-ში კვლავ 0 გოლია.

(19)

მარსელო: „რონალდო დაგვაკლდა, მაგრამ ჩვენ ბეილი და ბენზემა გვყავს“

სტატიის ავტორი
-