Belive

მარსელო: "ცვლილებების დრო მოვიდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა მარსელომ ლა ლიგის 28-ე ტურში, "ეიბართან" - 3:1 მოგებულ შეხვედრაში გატანილი გოლის აღნიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ამერიკაში მიმდინარე პროცესების და რასიზმის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ფარგლებში მოედანზე ჩაიმუხლა და მარჯვენა ხელი ცისკენ აღმართა. "მიხარია, რომ "რეალთან" ერთად დავბრუნდი მოედანზე და გოლის გატანაც შევძელი. მაგრამ, მე კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმ ცვლილებების გამო, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. დრო მოვიდა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ძალა, რომელიც გვაქვს და რეალურ ცვლილებებს მივაღწევთ", - დაწერა მარსელომ სოციალურ ქსელში და თან ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტის თუფაქ შაკურის სიმღერა "ცვლილებები" დაურთო.  

 
View this post on Instagram
 

Happy to be back with @realmadrid! Happy to have scored a goal! . But even happier to see all the CHANGES in the World! Now It’s time. We must use the power we have and start making real CHANGES. #M12 #Tupac ✊🏿 . “We can never go nowhere unless we share with each other We gotta start makin' changes Learn to see me as a brother instead of two distant strangers
And that's how it's supposed to be...” I'd love to go back to when we played as kids
But things change, and that's the way it is...”🎵

A post shared by Marcelo Vieira Jr. (@marcelotwelve) on

სხვა სტატიები