Belive

მარსელო: "უდიდესი ენერგია ჩავდეთ, ეს მატჩი უნდა მოგვეგო" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა მარსელომ უეფას პრესსამსახურთან ჩემპიონთა ლიგაში მიმდინარე სეზონში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. "ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ იღბალი დაგვაკლდა იმისთვის, რომ კიდევ ორი გოლი გაგვეტანა. ამ მატჩის მოსაგებად უდიდესი ძალისხმევა და ენერგია ჩავდეთ. შეტევაში ორჯერ უფრო სწრაფად ვმოქმედებდით. დღეს ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვიყავით, რომ ეს შეხვედრა მოგვეგო, სხვა ვარიანტი არ გვქონდა. "გალათასარაი" რთული მეტოქეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას საკუთარ კედლებში ეთამაშები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან მოვინდომეთ, საკუთარი საუკეთესო თამაში გამოვავლინეთ და მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა",-თქვა ბრაზილიელმა ფლანგელმა. "სამეფო კლუბს" B ჯგუფში 4 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები