მარსელოს გადასახადების დამალვისთვის 4 თვე მიესაჯა

Goal.com-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მარცხენა მცველს, მარსელოს თავისუფლების 4 თვით აღკვეთა და ჯარიმის სახით 750 000 ევროს გადახდა მიესაჯა. მთავარ ბრალდებას 2011-2013 წლებში გადასახადების დამალვა წარმოადგენს.

თუმცა ესპანური კანონმდებლობის თანახმად, თუკი ადამიანს 24 თვეზე ნაკლები აქვს მისჯილი, იგი შესაძლოა ციხეში არ მოხვდეს და ამის სანაცვლოდ პირობითი სასჯელი მოიხადოს.

ანალოგიური რამ მოხდა გასულ წელს ლეო მესის შემთხვევაში, როდესაც ესპანურმა სასამართლომ გადასახადების დამალვაში დასდო ბრალი. მაშინ მესის 22.5-თვიანი სასჯელი ემუქრებოდა, თუმცა როგორც ვხედავთ არგენტინელი  ციხეში არ მოხვედრილა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მარსელოს სასამართლოში ელიან, სადაც მან ბრალი ოფიციალურად უნდა აღიაროს.

(268)

მარსელოს გადასახადების დამალვისთვის 4 თვე მიესაჯა

სტატიის ავტორი
-