Belive

მარსელოს კორონავირუსის რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმა ემუქრება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სანაკრებო პაუზის დროს, მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა საკუთარ ფეხბურთელებს რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მისცა. შედეგად, "ბლანკოსის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარსელომ, თავისუფალი დროით ისარგებლა და ოჯახთან ერთად ვალენსიაში გამგზავრება და მცირე ხნით დასვენება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ვალენსიური ტურნეს დროს მარსელოს ქმედებები ესპანეთში დაწესებულ კორონავირუსის შეზღუდვებს არღვევდა, რის გამოც ფეხბურთელი საკმაოდ მკაცრი ჯარიმის საფრთხის წინაშე იმყოფება. ბრაზილიელმა მცველმა სოციალურ ქსელში ატვირთა მისი და მისი ოჯახის ფოტოსურათი, სადაც ჩანს, რომ ისინი ვალენსიას სანაპიროზე სხედან.
მარსელო

ადგილობრივი მედიაგამოცემა "Levante" იუწყება, რომ მარსელომ COVID-19-ის პრევენციის მიზნით დადგენილი წესები დაარღვია, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მიერ იქნა დადგენილი, შესაბამისად ფეხბურთელი რეგიონული მთავრობის მიერ აუცილებლად დაჯარიმდება. ჯარიმა, სავარაუდოდ, 60-დან 600-მდე ევრო იქნება, რაც შეიძლება დამატებით 100 ევროთი, საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის არგაკეთებისათვის, გაიზარდოს. აღნიშნული, სოციალურ ქსელში ატვირთული სურათით დასტურდება. საყურადღებოა, რომ მარსელო საშობაო არდადეგების დროს, მიუხედავად იმ დროს დაწესებული გადაადგილების შეზღუდვისა, თავის ოჯახთან ერთად სიერა ნევადას სასტუმროში იმყოფებოდა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი COVID-19-ის წინააღმდეგ დადგენილ წესებს დიდი ხანია არ ემორჩილება.

სხვა სტატიები