Belive

მარსიალი ავტო-გოლზე: "მინდოდა პარიზელებს ცოტათი დავხმარებოდი" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა თავდამსხმელმა ენტონი მარსიალიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "პარი სენ-ჟერმენთან" (2: 1) საკუთარ კარში გატანილ გოლზე ისაუბრა. "ასეთი რაღაცები ხდება. მაგრამ რადგან "პსჟ" არის კლუბი ჩემი მშობლიური ქალაქიდან, მე უბრალოდ მინდოდა მათ ცოტათი დავხმარებოდი. არა, თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, ეს შეიძლება ყველას დაემართოს. მთავარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვების გოლის გატანა, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ძმები და ოჯახის ბევრი წევრი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარია, მაგრამ ყველა ჩემი მეგობარი მხარს "პსჟ-ს" უჭერს. ყველამ მითხრა, რომ წავაგებდით, მაგრამ გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ, ძალიან ბედნიერი ვიყავი", - თქვა 24 წლის ფეხბურთელმა. "წითელმა ეშმაკებმა" საფრანგეთის ჩემპიონის დამარცხება მარკუს რაშფორდის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლით მოახერხეს.

სხვა სტატიები