Belive

მარსიალი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ევერტონი" 2:1 დაამარცხა.  კვლავ გაიტანა ენტონი მარსიალმა. ფრანგმა ფეხბურთელმა ჯერ თერთმეტ მეტრიანი მოიპოვა, ხოლო შემდეგ გამარჯვების ბურთი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მანჩესტერელების მთავარ პრობლემად, გარდა ჟოზე მოურინიოსი, რომელუ ლუკაკუს, ალექსის სანჩესისა და მარკუს რეშფორდის არასათამაშო კონდიცია ითვლება. ბოლო პერიოდში გუნდს მხსლენად სწორედ მარსიალი მოევლინა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი გასაღები მარსიალია. ფეხბურთელი, რომელიც სეზონის დასაწყისში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილებოდა და შეცვლაზეც თამაშის მიწურულს შემოდიოდა. ფრანგი უფრო მოძრავი, მოქნილი და რაც მთავარია, უფრო ნაყოფიერია, ვიდრე გუნდის ათიანი, მარკუს რეშფორდი. "წითელი ეშმაკების" მაისურზე, 11 ნომერი, წარწერით "ენტონი მარსიალი", ბოლო ორ ტურში ერთადერთია, ვისაც გუნდის წარმატებაში მთავარი წვლილი შეაქვს.

სხვა სტატიები