Belive

მარსიალი ინტერში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გამოზემა "Gazzetta dello Sport" მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, "ინტერის" ამომავალ ვარსკვლავზე, ლაუტარო მარტინეზზე დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. მისი შეძენის მთავარი კანდიდატი "ბარსელონა" გახლავთ. აქედან გამომდინარე "ნერაძურის" მესვეურები სამომავლოდ არგენტინელის შემცვლელზე ფიქრობენ.  
"Gazzetta dello Sport-ზედაყრდნობით ვიგებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ლაუტარო კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, "ინტერი" ენტონი მარსიალის შეძენას შეეცდება. ტრანსფერის განხორციელება ძნელად სავარაუდოა, რადგან ფრანგი ფეხბურთელი მრავალი წელია "იუნაიტედში" ასპარეზობს და კლუბი ძალიან უყვარს. ეს მის ინტერვიუებშიც კარგად ჩანს. ერთისმხრივ მარსიალის "ინტერში" გადასვლა საინტერესო იქნება იქიდან გამომდინარე, რომ "ნერაძურიში" მისი ყოფილი თანაგუნდელი რომელუ ლუკაკუ ასპარეზობს, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები