Belive

მარსიალი მანჩესტერის ისტორიულ ათეულში შევიდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონთან" ქულები დაკარგა - 2:2. შეხვედრის 23-ე წუთზე, ენტონი მარსიალიმ "წითელი ეშმაკები" პირველად დააწინაურა. ამ სეზონში, ინგლისის ელიტარულ დივიზიონში გატანილი მე-16 გოლი ფრანგი თავდამსხმელისთვის საერთო ჯამში 50-ე აღმოჩნდა. 24 წლის ფორვარდი კლუბის ისტორიაში მე-10 ფეხბურთელი გახდა, ვინც აღნიშნული შედეგი დააფიქსირა. ამისთვის მარსიალის 142 შეხვედრა დასჭირდა. პრემიერლიგაში "მანკუნიანელების" საუკეთესო ბომბარდირთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება. 1. უეინ რუნი (183) 2. რაიან გიგზი (109) 3. პულ სქოულზი (107) 4. რუდ ვან ნისტელროი (95) 5. ენდი კოული (93) 6. ოლე გუნარ სულშერი (91) 7. კრიშტიანუ რონალდუ (84) 6. ერიკ კანტონა (64) 9. დევიდ ბექჰემი (62) 10. ენტონი მარსიალი (50)

სხვა სტატიები