Belive

მარსიალის აგენტს მანჩესტერ იუნაიტედთან გრძელვადიანი კონტრაქტი არ სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის, ენტონი მარსიალის აგენტი გრძელვადიან კონტრაქტს პესიმისტურად უყურებს.  ინგლისურმა გრანდმა ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი 2019-20 წლების სეზონის ბოლომდე შესთავაზა, თუმცა მისი აგენტი ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გადახედა, რათა 2018-19 წლის სეზონის ბოლოს მარსიალი თავისუფალი აგენტი არ გახდეს. მარსიალის აგენტმა, ფელიპე ლამბოლიმ ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ მის კლიენტს კლუბის დატოვება სურდა. "მე გრძელვადიან კონტრაქტს პესიმისტურად ვუყურებ. ისინი იმას ვერ გვთავაზობენ, რაც ჩვენ გვსურს" - განაცხადა ლამბოლიმ. შეგახსენებთ რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მარსიალი 2015 წელს, 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მას შემდეგ ფრანგმა შემტევმა გუნდში 155 მატჩი ჩაატარა, სადაც 44 გოლის გატანა და 26 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. როგორ განვითარდება "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ენტონი მარსიალს შორის მოლაპარაკება, ამას დრო გვიჩვენებს.

სხვა სტატიები