Belive

მარსიალის გოლი 10 მილიონი დოლარი დაჯდა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ენტონი მარსიალის გოლი "ნიუკასლის" კარში "მანჩესტერ იუნაიტედს" 10 მილიონი დოლარი დაუჯდა. შაბათს გამართულ მატჩში, "კაჭკაჭები" "ოლდ ტრაფორდზე" "წითელ ეშმაკებს" 1:2-ს ამარცხებდნენ, რა დროსაც ფრანგმა ფორვარდმა პოგბასთან ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. მართალია "იუნაიტედმა" მარსიალი "მონაკოსგან" 51 მილიონ დოლარად იყიდა და ეს საკმაოდ სოლიდურ თანხად შეფასდა, თუმცა ფრანგი ფორვარდის კონტრაქტში კიდევ უამრავი დეტალი იყო, რის გამოც მისი საბოლოო ფასი შეიძლება 81,3 მილიონი დოლარი გამხდარიყო. რაც შეეხება 10 მილიონ დოლარს, რომელიც ინგლისელებმა ფრანგულ კლუბს უნდა გადაურიცხონ, ეს იმ 25 გოლს უკავშირდება რომელიც მარსიალმა პრემიერლიგაში გაიტანა, კონტრაქტის თანახმად თუ ენტონი მარსიალი პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე 25 გოლს გაიტანდა, მის ყოფილ კლუბს სწორედ 10 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. საინტერესოა რომ "მონაკო" ამ ფულს 10 თვე ელოდებოდა, რადგანაც მარსიალმა თავისი 24-ე გოლი ზუსტად 10 თვის წინ, 2018 წლის იანვარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "მონაკოს" ბონუსი ეკუთვნის იმ შემთხვევაშიც თუ მარსიალი საფრანგეთის ნაკრებში 25 თამაშს მოაგროვებს (ახლა მის ანგარიშზე 17 მატჩია), ხოლო თუ ოდესმე იგი ოქროს ბურთს მოიგებს, მაშინ "მონაკოს" სალარო კიდევ უამრავი მილიონი დოლარით შეივსება, ხოლო მარსიალის გაყიდვიდან შემოსული თანხის 50% "იუნაიტედმა" ასევე "მონაკოს" უნდა ჩაირიცხოს, როგორც ჩანს ფრანგებმა მარსიალის ტრანსფერით ძალიან იხეირეს.

სხვა სტატიები