Belive

მარტინ ბრაითვეითი ყველაზე მდიდარი ათლეტების სიაში შევიდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Forbes-მა განაახლა ყველაზე მდიდარი ათლეტების სია, რომელშიც დანიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფეხბურთელი, მარტინ ბრაითვეითიც მოხვდა. მაშინ, როდესაც ლეო მესის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია, ბრაითვეითი "ბარსელონას" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ სიაში მოხვდა. როგორც ცნობილია, მარტინი განსაკუთრებით დიდ კაპიტალს ფლობს უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც მან ივესტიცია აშშ-ში ჩადო. Forbes-ის თანახმად, 30 წლის თავდამსხმელის ბიზნესის საბაზრო ღირებულება 250 მილიონ დოლარზე მეტია. ბრაითვეიტი თავის ცოლთან ერთად ტანსაცმლის ბრენდს ფლობს, მის საკუთრებაში შედის რესტორანიც.

სხვა სტატიები