Belive

მარტინ იოლი: "დე იონგი კრუიფს მაგონებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიელი სპეციალისტი, მარტინ იოლი ნახევარფინალური დაპირისპირების წინ, "აიაქსის" ნახევარმცველზე, ფრენკი დე იონგზე საუბრობს. მარტინ იოლი როგორც "ტოტენჰემის", ისე "აიაქსის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ის მატჩის წინ ამ დაპირისპირებას გამოეხმაურა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა.
"მე ჰოლანდიელი ვარ, ამავდროულად ტოტენჰემის მწვრთნელიც ვიყავი და ამიტომ ფინალში რომელი გავა ვერ ვიტყვი, თუმცა ფრენკი დე იონგზე შემიძლია ვთქვა, რომ ის საოცარი ტალანტია. დე იონგის თამაშის ყურებისას მას იოჰან კრუიფს ვამსგავსებ. ახალგაზრდა მოთამაშე უდიდესი ფეხბურთელი გახდება. მისნაირი ფეხბურთელის ნახვა ძალიან რთულია. ის საოცრად ხედავს მოედანს და შესანიშნავად აკეთებს, როგორც გრძელ, ისე მოკლე გადაცემებს. თუ არცერთი თანაგუნდელი არ ეხსნება, შესანიშნავად შეუძლია ბურთის დაჭერა და უკან დაცვის თამაშში ჩართვა. ის მომავალი კრუიფია. სწორედ ამიტომ, 75 მილიონ ევროდ ბარსელონაში გადავიდა და მომავალი სეზონიდან ესპანეთში ითამაშებს" - განაცხადა მარტინ იოლმა.

ასევე იხილეთ: "ტოტენჰემი" Vs. "აიაქსი (პრევიუ)

სხვა სტატიები