Belive

მარტინ ოდეგაარდი: "რეალში თამაშისთვის ყველაფერს გავაკეთებ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიის "ერედივიზიონში" მეორედ განათხოვრებული ფეხბურთელი, მარტინ ოდეგაარდი ამბობს რომ მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში თამაში მაინც შეუძლია. მადრიდული გუნდის წევრი კი იგი 16 წლის ასაკში გახდა. ამ პერიოდში ახალგაზრდა ნორვეგიელი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. 19 წლის ფეხბურთელი ამჟამად არნემის ვიტესში თამაშობს. მანამდე კი იგი "ჰერენვენის" წევრი იყო. "ცოტა ხნის წინ "ჰერაკლესს" გოლი გავიტანე ეს ძალიან მახარებს. ბევრი გოლის გატანა და ასისტის გაკეთება ჩემთვის მნიშვნელოვანია. მინდა რომ "რეალში" დავბრუნდე და გუნდის ძირითადის წევრი გავხდე", განაცხადა მან.

სხვა სტატიები