Belive

მარტინესი: "ლუკაკუმ მანჩესტერ იუნაიტედი უნდა დატოვოს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა. მარტინესის აზრით, ლუკაკუმ "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა დატოვოს.
"ვფიქრობ, რომ ლუკაკუ ახალი გამოწვევებისთვის მზად არის. ეს ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება. ეს პირველ რიგში მისთვის არის მნიშვნელოვანი. მე რომელუზე არ ვღელავ, უბრალოდ მსურს ჩემი ფეხბურთელები ბედნიერები იყვნენ." - განაცხადა მარტინესმა.
ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ ლუკაკუმ შესაძლოა "ინტერის" შემადგენლობაში ითამაშოს. ამას თავად ფეხბურთელი გამოეხმაურა.
"კარგია, რომ ინტერის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა. ის შესანიშნავი სპეციალისტია. მე სერია ა-ს დიდი გულშემატკივარი ვარ. იქ კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, მაურისიო სარი იუვენტუსში გადავიდა, ანჩელოტი ნაპოლის მწვრთნელია. დიდებული სერია ა იქნება. ჩემი მომავალი მალე გადაწყდება." - აღნიშნა ლუკაკუმ.
რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და 15 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები