Belive

მარტინესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა - ესპანელს ისტორიის დაწერა სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რობერტო მარტინესმა კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მარტინესი ბელგიის ნაკრების სათავეში ევრო 2020-ის დასრულებამდე რჩებოდა თუმცა ევროპის ჩემპიონატის გადადების შემდეგ, მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო - მსოფლიო ჩემპიონატი კი კატარში 2022 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართება - აღნიშნულიდან გამომდინარე, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ 46 წლის ესპანელ სპეციალისტს კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა. "უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან ეს არის საკმაოდ ამბიციური პროექტი. ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგშია და ბელგიურ ფეხბურთში ღირსეული მემკვიდრეობის დატოვების გზაზე სწორი მიმართულებით მივდივართ", - აღნიშნა რობერტო მარტინესმა.

სხვა სტატიები