Belive

მარუან ფელაინიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩინური "შანდონგ ლუნენგისა" და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფელაინიმ 87 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლი გაიტანა, მათგან ბოლო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კი შარშან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში იაპონიის კარში გატანილი გამთანაბრებელი გოლი იყო. "ნაკრებში 12 წლიანი ასპარეზობის შემდეგ გადავწყვიტე კარიერა დავასრულო. ეს არაა მარტივი გადაწყვეტილება მაგრამ აუცილებელია რომ განზე გავდგე და ადგილი ახალგაზრდა თაობას დავუთმო რომელთაც აუცილებლად უნდა გააგრძელონ წარმატებული პერიოდი ბელგიური ფეხბურთის ისტორიაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ ჩემს ქვეყანას ორ მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგენდი, ნაკრებს კი მაშინ ვტოვებ როდესაც ის ფიფას რეიტინგში პირველია. საოცარი მოგონებები დამრჩა დაწყებული 2007 წლიდან როდესაც ჩემი დებიუტი შედგა, დამთავრებული რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატით. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს რომელთა უმრავლესობა მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი მეგობარი იქნება. და ბოლოს დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს გარშემო დადიოდნენ ჩვენს საგულშემატკივროდ. წარმატებები ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. დიდი მადლობა ბელგიავ!" - დაპოსტა ფელაინიმ საკუთარ ტვიტერზე.

სხვა სტატიები