Belive

"მას თმა აქვს" - გვარდიოლამ ინგლისელი მწვრთნელები შეაქო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის კლუბების მწვრთნელები შეაფასა. "მან სიტის" სპეციალისტმა "ფულემის", "ბრაიტონისა" და "შეფილდის" სათამაშო სტილი მოიწონა.
"ინგლისურ ფეხბურთში საოცარი მწვრთნელები მუშაობენ - გრაჰამ პოტერი "ბრაიტონში", სკოტ პარკერი "ფულემში". ისინი ინოვაციურები არიან და სათამაშო გამბედაობა აქვთ. ეს ჩემი მეხუთე სეზონია "სიტიში" და ვხედავ ხარისხს აღნიშნულ გუნდებში. მათ მაღალი სტანდარტები აქვთ. იმ თამაშებშიც კი, რომლებშიც მათ სასურველი შედეგი არ აქვთ, თამაშობენ ისე, რომ ქმნიან ბევრ მომენტს. პეპმა "ფულემის" მწვრთნელის, სკოტ პარკერის შესახებ განსაკუთრებულად ისაუბრა: "ის ჩემზე ახალგაზრდაა, აქვს თმა. სკოტი, ნამდვილად, ჩემზე უკეთესია. პარკერის წინააღმდეგ ფრეზეც თანახმა ვარ," - ამბობს გვარდიოლა.

სხვა სტატიები