Belive

მასკერანოს ლივერპულში გატარებული წლები უფრო მოსწონს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა თავის განვლილ კარიერაზე ისაუბრა. ""ბარსელონასთან" ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. მე იქ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წლები გავატარე და მოვიგე უამრავი ტიტული, მაგრამ თუ შევადარებთ, "ლივერპულში" თამაში უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო" ""ლივერპულის" მიმართ რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ. ამ კლუბმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. დღეს ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან" ტიტულების კუთხით არგენტინელ ფეხბურთელს, "ლივერპულში" ასპარეზობისას ბევრი არაფერი მოუგია. რაც შეეხება მასკერანოს კარიერას "ბლაუგრანაში", აქ სულ სხვა ისტორია გვხვდება. არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" ასპარეზობისას უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა და ხუთი ლა ლიგა.

სხვა სტატიები