Belive

მატა: აზარი საუკეთესოა და რეალში საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ედენ აზარის შესახებ საუბრის დროს, ხუან მატამ აღნიშნა, რომ ბელგიელი ვარსკვლავი პრემიერ ლიგაში საუკეთესო იყო და იგი "რეალში" საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენს. ესპანელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ აზარს უდიდესი პოტენციალი აქვს და ტრავმების არ ქონის შემთხვევაში, მადრიდულ გრანდში ერთ-ერთი ლიდერი გახდება. "პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - აზართად ერთად და მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მსიამოვნებდა. ჩემთვის, მრავალი წლის მანძილზე იგი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. აზართან ერთად ვვარჯიშობდი და ვიცი მისი შესაძლებლობები. ტრავმების გამო მისი მადრიდული კარიერა არც ისე კარგად განვითარდა მაგრამ დარწმუნებული ვარ, აზარი საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენს", - აღნიშნა ხუან მატამ.

სხვა სტატიები