მატა: “მარსიალს მატჩების მოგება მარტოს შეუძლია”   

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ხუან მატამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ენტონი მარსიალის შესახებ ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ ენტონი მარსიალს წინ დიდი მომავალი ელოდება. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ეს “მანჩესტერში” მისი მოსვლის პირველივე დღიდან აშკარა იყო, თუნდაც “ლივერპულთან” დაპირისპირება გავიხსენოთ. 

ყოველი ვარჯიშის დროს მისი ბურთის კონტროლი გვაკვირვებს. ენტონის მატჩების მოგება მარტოს შეუძლია”,-თქვა ესპანელმა.

ფრანგი ფეხბურთელი “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში 2015 წელს გადაბარგდა, პირველ სეზონში, ლუის ვან გაალის ხელში თავი იდეალურად წარმოაჩინა, თუმცა შემდეგ ჟოზე მოურინიოსთან სტაბილურობას მოუკლო და წინა სეზონში 10 გოლის გატანა მოახერხა.

ამ სეზონში, პრემიერლიგაში, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები მე-12 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებენ.

 

(83)

მატა: “მარსიალს მატჩების მოგება მარტოს შეუძლია”   

სტატიის ავტორი
-