Belive

მატჩამდე ორი დღით ადრე ტოტენჰემს შესაძლოა მეტოქე შეუცვალონ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემმა" 13 იანვარს პრემიერლიგაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ უნდა ითამაშოს, თუმცა ტურნირის ხელმძღვანელობამ შესაძლოა "დეზებს" მეტოქე შეუცვალოს. The Athletic-ის ცნობით, პრემიერლიგის მესვეურები განიხილავენ ვერსიას, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბირმინგემელთა ნაცვლად "ფულემთან" ითამაშოს. ლონდონური დერბი 30 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კოტეჯელთა ბანაკში აღმოჩენილი კორონავირუსის ინფექციის გამო, მატჩი გადაიდო. ამჟამად, მსგავს მდგომარეობაში უკვე "ვილა პარკის" ბინადრები არიან, ამიტომაც, სავარაუდოდ, პრემიერლიგის კალენდარში ცვლილებები იქნება. ცნობილია "ფულემის" პოზიციაც. გუნდი შუა კვირაში მატჩის დანიშვნით ბედნიერი არ არის, ვინაიდან მათ წინა უქმეებზე ინგლისის ასოციაციის თასზე "ქუინს პარკ რეინჯერსთან" 120-წუთიანი დუელის გადატანა მოუწიათ, 15 იანვარს კი ლოდნონის "ჩელსისთან" აქვთ სათამაშო. მიუხედავად ამისა, შავ-თეთრები კომპრომისზე წასვლას აპირებენ და "არისტოკრატებთან" მატჩის ერთი დღით გადადების თაობაზე უკვე მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ. "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში ჩატარებული 16 შეხვედრის შემდეგ 29 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, ხოლო "ფულემს" 15 მატჩში 11 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

სხვა სტატიები