Belive

"მატჩი მშვიდობისთვის" | უკრაინის ნაკრებმა გლადბახი დაამარცხა | მიმოხილვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა. ამხანაგურ შეხვედრაში ოლექსანდრ პეტრაკოვის გაწვრთნილი ნაკრები სტუმრად "მიუნხენგლადბახს" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. უკრაინელთა რიგებში გოლების გატანა მუდრიკმა და პიხალიონოკმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მატჩში საქველმოქმედო ხასიათის იყო. შემოსული თანხა დაზარალებული უკრაინელების დახმარების ფონდში გადაირიცხება. უკრაინის ეროვნული ნაკრები 1-ელ ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩს შოტლანდიასთან გამართავს.