Belive

მატჩის MVP - კანკავას სტატისტიკა ბელარუსის წინააღმდეგ მატჩში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. "ჯვაროსნების" რიგებში კვლავ საუცხოოდ გამოიყურებოდა ჯაბა კანკავა. ნაკრების კაპიტანი, როგორც ყოველთვის, 90 წუთის განმავლობაში მოედნის ყველა წერტილში იბრძოდა. არაერთი უცხოური გამოცემის თანახმად, ჯაბა დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. 34 წლის ნახევარმცველმა 10-დან 7 დუელი, ხოლო 3-დან 2 საჰაერო ბრძოლა მოიგო. კანკავამ სტუმართა წინააღმდეგ ბურთი 3-ჯერ ჩაჭრა, პასების 78% კი ზუსტად შეასრულა.

სხვა სტატიები