Belive

მატჩის წინ ანდრე ონანა კამერუნის ნაკრებიდან მოკვეთეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის "ინტერისა" და კამერუნის ეროვნული ნაკრების მეკარე - ანდრე ონანა, მსოფლიო ჩემპიონატზე, სერბეთთან მატჩის წინ ნაკრებიდან მოკვეთეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ონანას ნაკრებიდან მოკვეთის მთავარი მიზეზი მწვრთნელთან უთანხმოება და დისკუსიაა. ანდრე ონანა მოითხოვდა რომ მას თავისი სტილით ეთამაშა, რაზეც მწვრთნელთან ვერ შეთანხმდა.

ონანას არ სურს, რომ საკუთარი სტილი შეცვალოს, რის გამოც მწვრთნელთან უთანხმოება მოუვიდა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 26 წლის მეკარე ნაკრებიდან გაეძევებინა.

ახლა მუნდიალი 2022-ზე, მეორე ტურის მატჩი მიმდინარეობს, სადაც კამერუნი სერბეთს ეთამაშება, კამერუნის კარს კი დევის ეპასი იცავს, რომელიც საუდის არაბეთის კლუბ"აბია"-ში თამაშობს.

სხვა სტატიები