Belive

მათეუსი: ,,ინგლისელმა ფანებმა ფინალის წაგებით გამოწვეული ტკივილი დაიმსახურეს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნისა'' და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა, ინგლისელი გულშემატკივრები გააკრიტიკა:
,,ძალიან ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, მაგრამ ინგლისელმა ფანებმა ევრო 2020-ის ფინალის წაგებით გამოწვეული ტკივილი დაიმსახურეს. ისინი პატარა გოგონას მიმართ, რომელიც გერმანიის ნაკრების მაისურით იყო, მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ,,უემბლიზე'' მეტოქე გუნდის ჰიმნის დროს უსტვენდნენ, დანიის ნაკრების მეკარეს, კასპერ შმეიხელს, პენალტის შესრულებისას ლაზერით ხელს უშლიდნენ. სტერლინგს ნახევარფინალში თერთმეტმეტრიანი სამართლიანად არ მოუპოვებია. დაუმატეთ ამას რასისტული შეურაცხყოფები საკუთარი ფეხბურთელების მისამართით. ეს არასპორტული საქციელებია, რისი ნახვაც აღარ გვინდა,'' - მათეუსის სიტყვებს Sport Bild-ი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ინგლისი იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ნახევარფინალურ მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 30 ათასი ევროთი დააჯარიმა.

სხვა სტატიები