Belive

მათეუსი: ,,რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ბაიერნის მოთამაშე არ არის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბაიერნის'' ყოფილი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ რონალდუ მიუნხენურ გუნდში არ გადავა:
- როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რონალდუ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი გახდეს? - კრიშტიანუ დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ის "ბაიერნის" მოთამაშე არ არის. "ბაიერნს" თავისი სათამაშო სტილი აქვს და გუნდში იმ პოზიციებზე, სადაც რონალდუს შეუძლია თამაში, ბევრი კარგი ფეხბურთელია. არ ვიცი, როგორია მისი გეგმები, მაგრამ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის "ბაიერნში" არ გადმოდის.
ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრის პერიოდში არაერთხელ დაიწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან'' სურდა წასვლა. The Times-ის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, კლუბიდან გაშვების თხოვნით მიმართა. როგორც Times-ი წერს, კრიშტიანუს სურვილი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. კრიშტიანუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 330 შეხვედრაში 142 გოლი და 71 საგოლე გადაცემაა. თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები