Belive

მათიას პოგბამ ინტერვიუში ძმის მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლ პოგბას 28 წლის ძმა, რომელიც ესპანეთის მე-3 დივიზიონში თამაშობს, ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიაში ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა. გვინეის ნაკრების თავდამსხმელმა თავისი ძმის მომავლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პოლს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა სურს. "ჩემს ძმას ინგლისიდან გადასვლა უნდა. გუნდში სადაც ახლა ის არის, ყველაფერს ვერ აკეთებს. ვფიქრობ, რომ მოვლენები ისე ვერ განვითარდა, როგორც ეს მას სურდა. ზიდანს ჩემი ძმა მოსწონს, გუნდში კი ახალ ნახევარმცველს ეძებს. რა თქმა უნდა, ფლორენტინო პერესს მისი გადაბირება "რეალში" თავისუფლად შეუძლია. ცხოვრებაში შეუძლებელი არც არაფერია. არ მგონია, ჩემი ძმა 200 მილიონი ღირდეს. თუმცა, ფეხბურთის ამჟამინდელი მდგომარეობით გასაკვირი არ იქნება, რომ "იუნაიტედმა" მაინც ბევრი მოითხოვოს. ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ ფეხბურთელებს პირადი მიზნები აქვთ და თუ სადმე წასვლა უნდათ, ეს უნდა მივიღოთ. ვერავის დაგარწმუნებთ, ჩემი ძმა დარჩება თუ სხვაგან გადავა. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ მას გუნდის შეცვლა უნდა. პოლი ლოდინის პროცესშია. ვნახოთ, რა იქნება. ლა ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება. მანამდე ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ჩემი ძმის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა," - განაცხადა მათიას პოგბამ.  

სხვა სტატიები