Belive

მათს ჰუმელსი: "ვერ ვიჯერებდი, რომ მსაჯმა ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსია" საშინაო კედლებში, ამსტერდამის "აიაქსთან" - 1:3 დამარცხდა, გერმანული გუნდის ცენტრალურმა მცველმა, მათს ჰუმელსმა მთავარი არბტირის, მაიკლ ოლივერის მიერ პირველ ტაიმში მიღებული გადაწყევტილება გააპროტესტა - 29-ე წუთზე, ინგლისელმა 32 წლის ფეხბურთელი მოედნიდან პირდაპირ ნაჩვენები წითელი ბარათით გააძევა. https://www.live.ge/fexburti/maths-humelsis-sakamatho-gadzeveba-aiqsis-tsinaaghmdeg-video/
"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ასეთი დონის შეხვედრაში, ამ მომენტში მსაჯს წითელი ბარათი გამოეყენებინა. სრულიად ვერ ვიჯერებდი, ეს აბსურდული, არასწორი გადაწყვეტილებაა. მსაჯმა დღეს თამაშის ბედი გადაწყვიტა და ვფიქრობ, მან ეს იცის. ამის შესახებ კიდევ ერთხელ ვიკითხავ გასახდელში, რადგან ძალიან მაინტერესებს ის, თუ რა დაინახა მან. ანტონი თავად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ეს არ იყო წითელი ბარათი. მაგრამ ვიდეორეფერის, თუ ის თავის საქმეს სრულფასოვნად აკეთებს, უნდა გადაემოწმებინა. ის სუპერ ფეხბურთელია. ახლა უნდა ისწავლოს, რომ იყოს სპორტსმენი, ამ შემთხვევაში კი იქნებ ის კიდევ უკეთესი გახდეს", - თქვა გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა.
4 ტურის შემდეგ, "დორტმუნდს" 6 ქულა აქვს და C ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას "შავ-ყვითლები" 24 ნოემბერს, ასევე 6 ქულის მქონე ლისაბონის "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები