Belive

მატეის დე ლიხტმა მესისა და რონალდუს ზიეჩი ამჯობინა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიის ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" ცენტრალუერი მცველი, მატეის დე ლიხტი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. დე ლიხტმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ურჩევნია ჰაკიმ ზიეჩთან "აიაქსში" თამაში, ვიდრე სადმე სხვაგან ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით. 19 წლის მცველით ტურინის "იუვენტუსი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან. თავად ფეხბურთელმა კი ყველანაირი ჭორი უარყო და დაადასტურა, რომ მთელი კონცენტრაცია და ყურადღება "აიაქსზე" აქვს გამახვილებული.
"იუვენტუსი? იტალია საოცარი ქვეყანაა და ფეხბურთის თამაში სასიამოვნო იქნება, თუმცა კონცენტრირებული ვარ აწმყოზე და ჰოლანდიაში თავს ბედნიერად ვგრძნობ" - განაცხადა დე ლიხტმა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ლიხტი ესპანეთში ცხოვრებით დაინტერესებულია, თუმცა "ბარსელონაზე" არ ფიქრობს. აქვე შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელს ოქროს ბიჭის წოდება მიენიჭა.

სხვა სტატიები