Belive

მატიე ვალბუენა ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას გამოეხმაურა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, მატიე ვალბუენა "მამლების" შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას დაბრუნებას ეხმაურება, რომელთან გახმაურებულ სკანდალმაც ორივე ფეხბურთელის სანაკრებო კარიერა დააზარალა. 2015 წელს, მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი "მარსელის", "ლიონის" და "ფენერბახჩეს" ყოფილ შემტევს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირებით ემუქრებოდა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, ბენეზემა ნაკრებიდან მოკვეთეს, ვალბუენამ კი ეროვნული გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა.
"თუ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების გაძლიერებას შეძლებს, ეს მხოლოდ ძალიან კარგი იქნება.  ეს მწვრთნელის არჩევანია. ჩემთვის დიდიე ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული იქნება. თუ საფრანგეთის ნაკრები სწორად იმუშავებს, ჩვენ ვიტყვით, რომ მან შეძლო ადაპტაცია და თუ ეს ვერ მოხერხდა, ამაში მას არ დავადანაშაულებთ. მან იცის, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი სანაკრებო განაცხადი. ამ საკითხში ის ძალიან ჭკვიანია. ბენზემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გასაცნობად მას ჩემთვის არ დაურეკავს. დღეს მე საკუთარ ცხოვრებას თავად ვმართავ და ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ. მეტი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. 2016 წელს, დეშმმა დამირეკა და მითხრა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ და მხოლოდ სპორტული მიზეზების გამო ვერ მოვხვდებოდი. მერჩივნა რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარად იყო. ნუ მეტყვით, რომ ეს სპორტული მიზეზების გამო მოხდა. ეს გულს მიკლავს და იმედებს მიცრუებს. თუმცა შემდეგ ჩვენ ცხოვრება უნდა გაგვეგრძელებინა და სხვა რამეზე გადავრთულიყავით", - თქვა 36 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა, რომელიც ახლა კარიერას ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს.
ვალბუენამ საფრანგეთის ნაკრებში 2010-15 წლებში თამაშობდა და 52 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები