Belive

მატიპის ახალი კონტრაქტი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იყო დრო, როცა იურგენ კლოპი გუნდიდან ჟოელ მატიპის გაშვებას აპირებდა, თუმცა ახლა ის "ლივერპულისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა და კლუბთან ახალი კონტრაქტიც გააფორმა. როგორც მერსისაიდული კლუბის ვებ-გვერდზე იტყობინებიან, კამერუნელმა ცენტრალურმა მცველმა ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა. "ამ კლუბის წევრობა შესანიშნავი გრძნობაა. გარედან ბევრი ხვდება, თუ რაოდენ დიდი კლუბია "ლივერპული", თუმცა როცა შიგნით ხარ და ამას საკუთარ თავზე გრძნობ, ეს შესანიშნავია. ჩვენ ახალგაზრდული, ნიჭიერი გუნდი გვყავს და ვფიქრობ თითოეული ჩვენგანი მშიერია, რადგან გამარჯვების გემო გამოვცადეთ და იგივეს გამეორება ორმაგად გვინდა",-თქვა 28 წლის ფეხბურთელმა. ამ სეზონში მატიპმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა. შემდეგ შეხვედრას კლოპის გუნდი 20 ოქტომბერს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები