Belive

მატს ჰუმელსისთვის ლაიფციგთან თამაში საიუბილეო აღმოჩნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის "ბუნდესლიგის" მე-16 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ლაიფციგი" 1:0 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრა საიუბილეო აღმოჩნდა მიუნხენელთა გერმანელი მცველისთვის. მატს ჰუმელსმა "ბაიერნის" შემადგენლობაში მე-100 თამაში ჩაატარა. ჰუმელსი "ბაიერნის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო "ბუნდესლიგა". 100 თამაშში 7 ბურთის გატანა შეძლო. "ბაიერნამდე" ჰუმელსი 7 სეზონის განმავლობაში დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა, თუმცა ის მიუნხენელთა სკოლის აღზრდილია.  

სხვა სტატიები