Belive

მატუიდი: "იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ, მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა. "წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება. გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს სასურველი შედეგის მისაღწევად, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ "ატლეტიკოსთან" თამაში ყოველთვის რთულია. "ატლეტიკოსთან" გამარჯვებისთვის საჭიროა, თამაში ჩვენი კარნახით წარიმართოს. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას რამდენიმე ფავორიტი ჰყავს და ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია," განაცხადა მატუიდიმ. შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" და "იუვენტუსი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაზე დაუპირისპირდნენ. პირველ მატჩში გამარჯვება მადრიდელებმა მოიპოვეს - მათ ტურინელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და შეიქმნა მოლოდინი, რომ სიმეონეს გუნდი უკვე შემდეგ ეტაპზე იყო გასული, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ განმეორებით მატჩში "ატლეტიკოს" 3 გოლი გაუტანა და "იუვენტუსი" მეოთხედფინალში გაიყვანა.

სხვა სტატიები