Belive

მატუიდი: ,,მბაპე რონალდუსა და მესის მემკვიდრეა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ბლეზ მატუიდიმ, ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა:

,,კილიანი ,,ოქროს ბურთის'' ერთ-ერთი პრეტენდენტია, მას ჯილდოს მოგების შანსი აქვს. მან უკვე დაამტკიცა, რომ პატარა ასაკშიც შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი თამაში შთამბეჭდავია, ეს საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი.

მბაპეს ,,ოქროს ბურთის'' მოსაგებად ყველა უნარი აქვს. ვფიქრობ, ის მესისა და რონალდუს მემკვიდრეა,'' - განაცხადა მატუიდიმ.

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 10 გოლია.

ჯერჯერობით კილიანისთივს ,,ოქროს ბურთის'' გამოკითხვაში საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილია - 23 წლის ფეხბურთელი 2018 წელს მხოლოდ ლუკა მოდრიჩს, კრიშტიანუ რონალდუსა და ანტუან გრიზმანს ჩამორჩა.

სხვა სტატიები