Belive

მაურისიო პოჩეტინო ტოტენჰემის ისტორიაში შესვლას გეგმავს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემის" 46 წლის არგენტინელმა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინოს განცხადებით, მას მომავალი 20 წლის განმავლობაში ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა სურს. არგენტინელმა თავკაცმა BBC-სთან ისაუბრა და ამ თემას შეეხო: "მე მსურს, რომ მომავალი 20 წელი ლონდონურ კლუბში გავატარო და ჩემი სამწვრთნელო კარიერა აქ დავასრულო. ამ კლუბში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მინდა "ტოტენჰემს" ახალი საფეხბურთო ისტორიის დაწერაში დავეხმარო." მაურისიო პოჩეტინომ ლონდონური კლუბი 2014 წელს ჩაიბარა, მანამდე კი იგი "საუთჰემპტონს" წვრთნიდა.

სხვა სტატიები