Belive

მაურისიო პოჩეტინომ ბარსელონასთან გამარჯვება შეაფასა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონასთან" გამარჯვების (4:1) შემდეგ, "პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა. "არაფერი დასრულებულა. კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშითა და შედეგით, მაგრამ ცხვირი არ უნდა ავწიოთ. კვირას დიდი შეხვედრა გვაქვს "მონაკოსთან" და ამაზე უკვე ვიფიქროთ. ყველა მატჩში ვცდილობთ სწორი ბალანსის პოვნას დაცვას და შეტევას შორის, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ისე, რომ მოვუმატოთ. უნდა განვავითაროთ საკუთარი ხელწერა.  ვერატი თამაშს ძალიან კარგად კითხულობს. ეს საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ მეტოქეს ისე, რომ წარმატებით შევძლოთ შეტევების განხორციელება. მას შეუძლია იმუშაოს და შეტევითი პოტენციალი შექმნას. ჩემი აზრით, ის შესანიშნავი მოთამაშეა.  ნუ დაგვავიწყდება, რომ საპასუხო მატჩი გველოდება. წინ ჯერ კიდევ 90 წუთია და მათ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ. ეჭვგარეშეა, რომ კილიანი ასაკის მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მან უკვე უამრავი საოცარი რამ გააკეთა. მაგრამ ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ", - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა. "პარი სენ-ჟერმენსა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა "პარკ დე პრენსზე", 11 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები