Belive

მაურისიო პოჩეტინოს ღირსეული საქციელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ 4 იანვარს, ინგლისის FA CUP-ზე ლონდონის "ტოტენჰემი" გასვლაზე, მეორელიგელ ტრანმერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:7 გაანადგურა, თუმცა ამ მატჩში შედეგზე მნიშვნელოვანი მაურისიო პოჩეტინოს საქციელია, რომლითაც მან მეტოქე გუნდს პატივი სცა. 75-ე წუთზე, როდესაც "დეზები" მეტოქეს 0:6 უგებდნენ, არგენტინელმა სპეციალისტმა ჰეთ-თრიქის ავტორის, ფერნანდო ლორენტეს მაგივრად მოედანზე ჰარი კეინი შეიყვანა, რომლის თამაშში ჩართვის აუცილებლობაც არ იყო, თუმცა მატჩის შემდგომ პოჩეტინომ თავისი ქმედება ახსნა. "ეს იყო პატივისცემა, ხალხის პატივისცემა, მეტოქის პატივისცემა, ამ ხალხს არ აქვს საშუალება ყოველდღიურად ნახოს ჰარი კეინის თამაში, სწორედ ამიტომ შემოვიყვანე იგი მოედანზე, კეინი ინგლისური ფეხბურთის სიმბოლოა და მე არ შემეძლო აქაური გუნდის ფანებისთვის ეს სიამოვნება წამერთვა" - განაცხადა პოჩეტინომ. აღსანიშნავია, რომ მეშვიდე გოლი ტრანმერს სწორედ ინგლისელმა თავდამსხმელმა გაუტანა.

სხვა სტატიები