Belive

მაურისიო პოჩეტინოს კოვიდ-19 დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ"-ს არგენტინელ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ფრანგული გრანდის განცხადებაში ნათქვამია:
"პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ტესტმა კოვიდ-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. იგი  თვითიზოლაციაში გადავა და ჯანმრთელობის პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებს. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, სადაც "პსჟ" "ანჟერს" შეხვდება, გუნდს პოჩეტინოს ასისტენტები - ხესუს პერესი და მიგელ დ'აგოსტინო უხელმძღავნელებენ".  
48 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა 14 იანვარს "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. მისმა გუნდმა საფრანგეთის სუპერთასის ფინალში "მარსელი" დაამარცხა ანგარიშით 2:1.  

სხვა სტატიები