Belive

მაურისიო სარი: "აზარმა ცრუ 9-იანის პოზიციაზე უნდა ითამაშოს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ ედენ აზარის "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "აზარს თამაში როგორც ფლანგზე, ასევე შეტევის ცენტრში შეუძლია. აზარს აქვს უნარი, არამარტო გაიტანოს გოლები, არამედ პარტნიორებს გაუთავისუფლოს სივრცე და ეფექტურად კომბინირებდეს მათთან. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე. ცხადია, იგი მომავალში ფლანგზეც ითამაშებს, თუმცა გასულ 4 მატჩში "ცრუ ცხრიანზე" თამაშისას მან 3 გოლის გატანა და 3 ასისტის გაკეთება შეძლო," აღნიშნა მაურისიო სარიმ.
"ცრუ ცხრიანი" თავდამსხმელის პოზიციაა - თუმცა მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში გადაადგილების ნაცვლად, ფეხბურთელი ხშირად ჩამოდის ნახევარდაცვის ხაზში და გამთამაშებლის როლსაც ითავსებს

სხვა სტატიები