Belive

მაურისიო სარი: "აზარს ჯერ სრული პოტენციალი არ გამოუვლენია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (3:0) შემდეგ განცხადება გააკეთა. "ვფიქრობ, რომ კარგი თამაში გამოვიდა. გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ჩემი აზრით, დაცვაში უკეთესად თამაში შეგვიძლია, რადგან მეორე ტაიმში მეტოქეს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მივეცით", - აღნიშნა მან. იტალიელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ შეაქო "ჩელსის" ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი: "მას ძალიან კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ გამოუვლენია. მატჩიდან მატჩამდე აზარი იზრდება, რაც მას სრულყოფილ ფორმამდე მიიყვანს", - განაცხადა მაურისიო სარიმ.  

სხვა სტატიები