Belive

მაურისიო სარი: "ჩემი გუნდით უკმაყოფილო ვარ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსიმ" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა: ლონდონელებმა გასვლაზე "ბატე" მინიმალური ანგარიშით, 0:1 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ "არისტოკრატების" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ განცხადება გააკეთა და საკუთარი გუნდი გააკრიტიკა. "გუნდმა კარგად არ ითამაშა. განსაკუთრებით უკმაყოფილო ვარ პირველი ტაიმით, რადგან ბურთს ძალიან ნელი ტემპით ვათამაშებდით. თუმცა მთავარია რომ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა," განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. მატჩის ერთადერთი გოლი ფრანგმა ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ გაიტანა, რომელსაც გოლი მაისის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი: "მიხარია რომ ჟირუს უგოლო სერია შეწყდა, თავდამსხმელისთვის ეს საკვანძო ფსოქოლოგიურ მომენტს წარმოადგენს. ჟირუ გუნდისთვის მნიშვნელოვანი თავდამსხმელია," აღნიშნა სარიმ.    

სხვა სტატიები