Belive

მაურისიო სარი ედენ აზარის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ედენ აზარის მომავალთან დაკავშირებით, "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა. არაერთი გავლენიანი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ედენ აზარმა "რეალთან" უკვე შეათანხმა კონტრაქტის დეტალები და ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ "ბლანკოსის" მაისურს მოირგებს. წყაროს მტკიცებით, აზარი უკვე ესაუბრა "ჩელსის" მესვეურებს და განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ედენ აზარის მომავალთან დაკავშირებით, მაურისიო სარიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის მტკიცებით, მოხარული იქნება თუ აზარი კვლავ მის გუნდში დარჩება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას. "იმედი მაქვს, რომ ჩვენთან დარჩება თუმცა ნებისმიერი ვარიანტისთვის უნდა ვიყოთ მზად. აზარი ნებისმიერი გუნდისათვის კარგი ფეხბურთელი იქნება, მაგრამ იგი ჩვენთვის ძალიან კარგია", - აღნიშნა მაურისიო სარიმ.

სხვა სტატიები