Belive

მაურისიო სარი იგუაინის ტრანსფერს გამოეხმაურა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, რამდენიმე საათში გონსალო იგუაინი "არისტოკრატების" ფორმას მოირგებს. "ტოტენჰემთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მაურისიო სარიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა. სარის მტკიცებით, იგუაინი უახლოეს საათებში მოაწერს კონტრაქტს ხელს. "არისტოკრატების" თავკაცს სჯერა, რომ იგუაინი მომენტალურად დაიწყებს გოლების გატანას - თუმცა გოლებზე მეტად "ჩელსის" წარმომადგენელთათვის იგუაინის კარგი თამაში უფრო მნიშვნელოვანია. მაურისიო სარი იმედოვნებს, რომ იგუაინს მის საუკეთესო ფორმაში დააბრუნებს.
Untitled1
"იგი საკმაოდ მაღალი დონის შემტევია. განსაკუთრებული შთაბეჭდილება "ნაპოლიში" გატარებულ პირველ სეზონში მოახდინა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. გონსალო ნამდვილად იმსახურებს "ჩელსის" მაისურის მორგებას", - აღნიშნა მაურისიო სარიმ.

სხვა სტატიები