Belive

მაურისიო სარი: შესაძლოა ჩელსიში მოწევას თავი დავანებო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლურჯების" თავკაცს აქვს შესაძლებლობა, დაწეროს ახალი ისტორია სტემფორდ ბრიჯზე, მაგრამ იგი ასევე საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლისთვისაც მზად არის. მაურისიო სარი თამბაქოს სისტემატიური მომხმარებელია, ამის გამო იგი ფიქრობს, რომ "ჩელსიში" ყოფნის დროს მან მოწევას თავი უნდა დაანებოს. ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით, თამბაქოს მოწევა საფეხბურთო სტადიონზე აკრძალულია, თუმცა მაურისო სარისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, იგი სათამაშო დღეებშიც მოიხმარდა თამბაქოს. სარიმ პირველი საშინაო მატჩი შაბათს, არსენალის წინააღმდეგ ჩაატარა და ლონდონის დერბიში "არსენალს" 3-2 სძლია. ნაპოლის ყოფილ მწვრთნელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გაუჭირდა თუ არა თამბაქოზე უარის თქმა ისე, როგორც ჩელსის მეორე ნახევრის ბოლო წუთებში თამაშის წარმართვა. „არა, უბრალოდ მსურდა მალე დამთავრებულიყო თამაში და არა თამბაქოს მოწევა,“სარიმ განუცხადა რეპორტიორებს. „მე მზად ვარ,რომ 1 ან 2 წლით მოწევას თავი დავანებო, სანამ ახლიდან არ დავიწყებ მოწევას.“

სხვა სტატიები