Belive

მაურისიო სარიმ "ჩელსი" დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაურისიო სარიმ "ჩელსი" დატოვა და მომავალი სეზონიდან "იუვენტუსს" გაწვრთნის. ორმა კლუბმა შეთანხმებას მოლაპარაკებების გზით მიაღწია, შედეგად სარიმ, რომელსაც კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი ლონდონი დატოვა. იგი "არისტოკრატებს" ერთი სეზონის მანძილზე ედგა სათავეში, ამ დროში მან პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა გუნდი და ევროპა ლიგა მოიგო. "ჩელსის" დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ პრესას შემდეგი განუცხადა: " "არსენალთან" გამართული ფინალის შემდეგმან ნათლად აგვიხსნა თუ რატომ ურჩევნია სამშობლოში დაბრუნება. მას იქ ოჯახი ჰყავს და ასაკოვან მშობლებთან ახლოს ყოფნა ურჩევნია. კლუბი მადლობას უხდის მას და მის ასისტენტებს ამ სეზონში გაწეული სამუშაოსა და მიღწევებისათვის. მოხარულნი ვართ რომ სერია ა-ში იგი კვლავ მოწინავე როლში იქნება და წარმატებებს ვუსურვებთ მას" სარი "სტემფორდ ბრიჯზე" გასული სეზონის დასრულების შემდეგ, "ნაპოლიდან" მივიდა, "იუვენტუსში" კი იგი მასიმილიანო ალეგრის ჩაანაცვლებს.

სხვა სტატიები